|
2025-03-27 19:20:26, 745 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი კომისიაზე - პირდაპირ ეთერში მიმდინარე ქვეყნის ღალატის ქრონიკა
პირდაპირ ეთერში მიმდინარე ქვეყნის ღალატის ქრონიკა. საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში და სრულად უსაფუძვლოდ, არის ყველაზე დიდი ნაძირალობა და ღალატი, რაც შეიძლება ჩაიდინო , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გარშემო მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აღნიშნული საგამოძიებო კომისიის საშუალებით ბიძინა ივანიშვილი რუსეთის დავალებით „რევანშის აღებას ცდილობს“. „ივანიშვილმა თავის დროზე სცადა ხელოვნურად პროვოცირება ჰააგაში ჩვენი სამხედროების მიმართ საქმის დაწყების, საქართველომ მოიგო და ივანიშვილმა წააგო, ამიტომ ახლა რუსეთის დავალებით რევანშის აღებას ცდილობს ამ უბადრუკი კომისიით. 2008 წელს პარტნიორები მაფრთხილებდნენ, რომ წავსულიყავი ემიგრაციაში, სხვა შემთხვევაში პუტინი მომკლავდა, მაგრამ ფეხი არ მომიცვლია, არავინ არსად არ წასულა, რითაც გადავარჩინეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ამით ვამაყობ. რაც არ უნდა წყენები გქონდეს, მოგწონდეს ან არ მოგწონდეს სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა “მე რა შუაში ვარ” პოზიციის დაკავება სრულიად გაუგებარია, როდესაც ქვეყანა სასიკვდილო საფრთხის წინაშეა. ყველა შუაშია, როცა საქართველოს ინტერესებს ეხება საქმე“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)