20:24 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-27 16:18:57, 799 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოზე უნამუსო და უტიფარი შეტევის მებაირაღეები არიან

ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან საქართველოზე უნამუსო და უტიფარი შეტევის მებაირაღეები - მათი სცენარის ფურცლები, რომ საქართველოსკენ იყოს რუსეთის აგრესიის მთავარი მიმართულება, პრაქტიკულად, დაფლეთილია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, მრავალი მცდელობის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ლიდერად ვერ იქცა.

„ბალტიისპირეთის ქვეყნები კვლავ რჩებიან რუსეთის სავაჭრო პარტნიორად და მათთვის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში პირველი პარტნიორი რუსეთი რჩება. მსოფლიოში პოლიტიკა იცვლება, მაგრამ არ იცვლება მათი ამოცანა, რომ როგორმე სამხრეთ კავკასიის, საქართველოს მომართულებით იყოს აგრესიის მთავარი მიმართულება, რაც, შესაძლოა, ადრე თუ გვიან, რუსეთიდან განხორციელდეს არა ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართულებით, არამედ საქართველოს მიმართულებით. სავალალო მდგომარეობაშია ეს სცენარი. პრაქტიკულად, ამ სცენარის ფურცლები დაფლეთილია, მაგრამ ისინი კვლავ თავისი გეგმით მოქმედებენ“, - განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" რეგიონებში ფართოვდება - პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდნენ
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics