|
2025-03-27 12:45:26, 690 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ისევ ტყუილს აბრალებს საქართველოს
სალომე ზურაბიშვილი ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდებს, საქართველოს მიმართ შეტევა განაგრძონ და უფრო აგრესიული პოლიტიკა განახორციელონ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ტყუილს აბრალებს ქვეყანას. „კონკრეტულ ქვეყნებში რიგითი მოქალაქეების ვიზიტი საინტერესო არ არის, მაგრამ შეფასებების გარეშე იმ განცხადებებს ვერ დავტოვებთ, რაც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. ის ისევ ტყუილს აბრალებს ქვეყანას. ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ ამ ქვეყნებს მოუწოდებს, საქართველოს მიმართ შეტევა განაგრძონ და უფრო აგრესიული პოლიტიკა განახორციელონ. მინდა, განვმარტო, საქართველოს მიმართ უფრო აგრესიული პოლიტიკა რას ნიშნავს – ეს ცარიელი სიტყვები არ არის. პრაქტიკაში ეს გადაითარგმნება იმაში, რომ საქართველო გეოპოლიტიკური თამაშების კიდევ ერთ ცხელ წერტილად გადაიქცეს. ეს არის, რასაც ეს ადამიანი ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან ითხოვს. მისი მიზანი თუ ეს არის, უკვე ნათელია, რომ არა მხოლოდ შეფარულად, არამედ გაცხადებულად ითხოვს ამ ყველაფერს ამ ქვეყნებისგან“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)