21:27 - 18 Aug, 2026
|
2025-03-26 14:40:46, 579 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პარლამენტის სეიმის ლიდერებს შეხვდა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის სეიმის თავმჯდომარის მოადგილესთან, ზანდა კალნინა-ლუკაშევიცასთან და სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ინარა მურნიე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირმა კალნინა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მდივანი, იურის ვილუმსი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ედმუნდს ცეპურიტისი. მანამდე, სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)