21:27 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-26 13:25:51, 633 ნახვა

პოლიტიკა
პეტერ ფიშერი - თუ ევროკავშირში გაწევრიანება გსურთ, მაშინ თავისუფალი და პლურალისტური მედია გარემო უნდა გქონდეთ

თუ ევროკავშირში გაწევრიანება გსურთ, მაშინ თავისუფალი და პლურალისტური მედია გარემო უნდა გქონდეთ, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პეტერ ფიშერმა „მედიახმის“ მიერ მედიაგარემოს ყოველწლიური შეფასების ანგარიშის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ვფიქრობ, მედიასთან დაკავშირებით გარკვეული გამოწვევები არსებობს, მაგრამ ეს ჩემი ანგარიში არ არის. ერთი საკითხი, რომელიც გერმანიას აწუხებს არის ის, რომ ბოლო დროს ბევრი ჟურნალისტი დაშავდა, დააკავეს ან დიდი ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრეს“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა.

ელჩმა საქართველოში თავისუფალი და პლურალისტური ჟურნალისტიკის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„თავისუფალი და პლურალისტური ჟურნალისტიკა, პლურალისტური კი ბევრ განსხვავებულ აზრს ნიშნავს, დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. ქართველების გადასაწყვეტია, როგორი სახელმწიფო გსურთ, როგორი საზოგადოება გსურთ. თუმცა, თუ ევროკავშირში გაწევრიანება გსურთ, მაშინ თავისუფალი და პლურალისტური მედია გარემო უნდა გქონდეთ. ეს წინაპირობაა. თუ არ გაქვთ, მაშინ ვერ გაწევრიანდებით და ამ საკითხზე აკადემიური ანგარიშის ნახვა საინტერესოა“, - აღნიშნა საქართველოში გერმანიის ელჩმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" რეგიონებში ფართოვდება - პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics