|
2025-03-24 16:52:08, 1051 ნახვა
სამართალი
სასამართლომ თემურ ქათამაძე ნინო ნადირაძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე სამართალდამრღვევად ცნო და 2 800 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტი გაფარ ილმაზიზი, იგივე თემურ ქათამაძე „ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე სამართალდამრღვევად ცნო და 2 800 ლარით დააჯარიმა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა ქათამაძე მიგრაციის დეპარტამენტიდან კლინიკა „ვივამედში“ მიიყვანეს, სადაც მას შიმშილობის შემდეგ პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა უნდა ჩატარებოდა. გამოძიების ცნობით, თავდაპირველად მას კონფლიქტი კლინიკის მედასთან მოუვიდა, რის შემდეგაც, მის დასამშვიდებლად შესულ კლინიკის დირექტორს, ნინო ნადირაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ქათამაძე ბრალს არ აღიარებს. გამოძიების ცნობით, შემთხვევა 6 მარტს მოხდა. თემურ ქათამაძეს ამ დროისთვის შიმშილობა შეწყვეტილი აქვს. ის კლინიკიდან კვლავ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში იმყოფება.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)