22:28 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-24 16:45:05, 608 ნახვა

პოლიტიკა
ანა დოლიძე - ეს „ვითომ“ კომისია კი არა, პარტიული საბჭოა, სიმართლის კომისია არის სულ სხვა რამე, არაპარტიული

ეს „ვითომ“ კომისია კი არა, პარტიული საბჭოა, სიმართლის კომისია არის სულ სხვა რამე, არაპარტიული, უმაღლესი ავტორიტეტის ხალხისგან შემდგარი, შერიგებაზე გამიზნული, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ჯერ ერთი, ეს „ვითომ“ კომისია კი არა, პარტიული საბჭოა; მეორეც, 2012 წელს წარვადგინე და სრულიად მედიაში განვიხილე სიმართლის კომისიის იდეა, რომელიც უნდა ყოფილიყო 2012-2013 წლებში, მაშინ ჩაკლეს და ახლა ეს პოლიტიკური შურისძიების ჯგუფი გამოაცხადეს. სიმართლის კომისია არის სულ სხვა რამე. არაპარტიული, უმაღლესი ავტორიტეტის ხალხისგან შემდგარი, შერიგებაზე გამიზნული. მაგრამ არ გააკეთეს ზუსტად იმიტომ, რომ შეენახათ ეს თემები პოლიტიკური თამაშისთვის. 13 წელი დაამწნილეს;

მესამეც, თუ ვინმეა მართლა გამოსაკითხი, ეს არის მურუსიძე-ჩინჩალაძის ჯგუფი, რომელთა ხელში გაიარა ყველანაირმა რეპრესიამ და გადის ახლაც. იმის თავიც არ აქვთ, რომ ჩინჩალაძე მიიყვანონ პარლამენტში. კაცი საკუთარ კონკურსზე არ გამოცხადდა. ცარიელ სკამს უყარა კენჭი მოსამართლეთა შეკრებამ“, – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics