|
2025-03-24 12:29:20, 692 ნახვა
პოლიტიკა
ნინო დოლიძე - არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას, აუცილებლად გავაგრძელებთ წინააღმდეგობას
არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ წინააღმდეგობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატია, მომავალი და ქართველი ხალხი დავიცვათ, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თავმჯდომარემ, ნინო დოლიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუ „ქართული ოცნება“ დაიწყებს კანონის გამოყენებას სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ის არა ამერიკული „ფარას“ ანალოგი, არამედ „რუსული კანონია". „ჩვენ ვნახეთ ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგობა "რუსული კანონის" წინააღმდეგ. შესაბამისად, სწორედ ამ წინააღმდეგობის ჩახშობის გაგრძელებაა ამჯერად ამერიკული „ფარას“ სახელით შემოტანილი ეს კანონი. ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" ძალიან ხშირად ცდილობს ხან "ამერიკული" დაარქვას და ხან "ბრიტანული" იმ კანონმდებლობებს, რომელიც რეალურად, მიმართულია ქართული საზოგადოების, თავისუფალი სიტყვის, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. აშშ-ში ეს კანონი არ გამოიყენება დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ. ამიტომ, თუკი ეს კანონი სულისკვეთებით ამერიკული იქნება, ის ნამდვილად არ შეეხება ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, ხოლო თუ "ქართული ოცნება" დაიწყებს ამ კანონის გამოყენებას სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ეს იქნება ნამდვილად შენიღბული "რუსული კანონი". კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ წინააღმდეგობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატია, მომავალი და ქართველი ხალხი დავიცვათ", - განაცხადა დოლიძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)