|
2025-03-22 12:12:14, 656 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - გუშინდელი „ნაცური“ აღტკინების მთავარი საფუძველი ტრამპის მიერ არჩევნებში ჯიმ რიშის მხარდამჭერი განცხადება გახდა
გუშინდელი „ნაცური“ აღტკინების მთავარი საფუძველი ტრამპის მიერ აიდაჰოს შტატის არჩევნებში რესპუბლიკელი ჯიმ რიშის მხარდამჭერი განცხადება გახდა - სენატორი რიში სულ გამოირჩეოდა "დიფ-სთეითის" აგენტურის განსაკუთრებული მხარდაჭერით და თავად "დიფ-სთეითის" ე.წ. ნარატივის გახმოვანებით,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ახლა სამომავლო დაშვება მხოლოდ ორია - ან ჯიმ რიში გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს, ან აღმოჩნდება, რომ „დიფ-სტეიტი“ კვლავ თავის პოზიციებს ინარჩუნებს. „გუშინდელი ნაცური აღტკინების მთავარი საფუძველი ტრამპის მიერ აიდაჰოს შტატის არჩევნებში რესპუბლიკელი ჯიმ რიშის მხარდამჭერი განცხადება გახდა. ბუნებრივია ტრამპი დემოკრატს არ დაუჭერდა მხარს… თუმცა, ობიექტურობისთვის, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სენატორი რიში სულ გამოირჩეოდა „დიფ-სთეითის“ აგენტურის განსაკუთრებული მხარდაჭერით და თავად „დიფ-სთეითის“ ე.წ. ნარატივის გახმოვანებით. შესაბამისად, სამომავლო დაშვება მხოლოდ ორი შეიძლება იყოს - ან ჯიმ რიში მკაფიოდ გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს (სხვათა შორის, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ნამდვილად იკავებს თავს ჩვენზე თავდასხმებისგან), ან გამყარდება სამწუხარო ეჭვი, რომ „დიფ-სთეითი“ კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციებს. საქართველოს და ქართული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი იარაღი სიმართლეა, რომელზეც ყოველთვის საქმის კურსში უნდა ვიყოთ!“,- წერს მამუკა მდინარაძე.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)