|
2025-03-22 10:39:09, 590 ნახვა
პოლიტიკა
პროტესტის 115-ე დღეს აქციების განრიგი ცნობილია
პროტესტის 115-ე დღეს აქციები ქვეყნის მასშტაბით, კვლავ გაიმართება. საპროტესტო აქციები დაგეგმილია როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. კერძოდ, 22 მარტის 19:00 საათზე, პროტესტი გაიმართება „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“; 20:00 საათზე, პროტესტი პარლამენტთან; 20:00 საათზე, ჩატარდება „მეგობარი აქტის“ მხარდამჭერი მარში. მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება. რაც შეეხება რეგიონებს, გორში, საკრებულოს წინ, 17:00 საათზე გაიმართება აქცია მოთხოვნით - გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები! ახალციხეში - 18:00 საათზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან; ბათუმში - 19:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, „სამშობლოს სამსახურში!“. ზუგდიდში - 18:00 საათზე, სამხარეო ადმინისტრაციის წინ „ბრძოლა გამარჯვებამდე!“. თელავში - 19:00 საათზე, მერიის წინ. ქუთაისში - 19:00 საათზე, მერიის წინ, ლოზუნგით - „კი ევროპას, არა რუსეთს!“. ჩხოროწყუში - 20:00 საათზე, მერიის წინ, აქცია - „გაბედე პროტესტი“ ყოველდღე! შეგახსენებთ, საქართველოში უწყვეტი პროტესტი 2024 წლის 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე, 2028 წლის ბოლომდე მთავრობა უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)