|
2025-03-21 16:56:53, 441 ნახვა
მსოფლიო
თალიბანმა ამერიკელი მძევალი ორწლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა
თალიბანმა ორწლიანი პატიმრობიდან მძევლად აყვანილი 65 წლის ამერიკელი ჯორჯ გლეზმანი გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც ქაბულში მძევლების საკითხებში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ადამ ბოულერმა თალიბანის მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებები გამართა. გლეზმანის ადვოკატის დენის ფიცპატრიკის თქმით, იგი 2022 წლის დეკემბერში თალიბანმა ქაბულში ჩასვლიდან 2 დღეში დააკავა. გლეზმანი ავიახაზების მექანიკოსობასთან ერთად გამოცდილი მოგზაურიც იყო, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაში იყო ჩასული. ფიცპატრიკის თქმით, გლეზმანი ხშირად იყენებდა Delta-ს ავიახაზების პრივილეგიებს სამოგზაუროდ. თალიბანის ტყვეობიდან გლეზმანის გათავისუფლებას X-ზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც გამოეხმაურა. "ჯორჯ გლეზმანი თავისუფალია. ჯორჯი არასამართლიანად დააკავეს ავღანეთში ორ-ნახევარი წლით, მაგრამ ის ახლა თავის გზაზეა, რომ ისევ შეხვდეს თავის ცოლ ალექსანდრას. კეთილი იყოს სახლში დაბრუნება ჯორჯ!". - დაწერა რუბიომ. იანვრის თვეში ალექსანდრამ Channel 2-თან საუბრისას თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მას ინაუგურაციიდან ორ დღეში დაუკავშირდა. "ამან ხაზი გაუსვა მის [ტრამპის] ერთგულებას ჩემი ქმრის საკითხის მიმართ და ამისთვის ნამდვილად მადლობელი ვარ". - თქვა მან.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)