|
2025-03-21 13:54:53, 419 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია ერთად ისეთივე ნულია, როგორც ცალ-ცალკე
0+0 კვლავაც 0-ია - სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია ერთად ისეთივე ნულია, როგორც ცალ-ცალკე - მათი გეგმა არის გეგმის არარსებობა, უცხოეთიდან მიღებული დავალებები და ხალხის მოტყუება, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციის გეგმაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ ოპოზიციას „დავალების მიმცემი პირი“ პირდაპირ დაავალებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ასეც მოიქცევა. „სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური მომავალი დიდი ხანია აღარ არსებობს და დიდი ხანია მას ისევე როგორც დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციას, პულსი აღარ ესინჯება. 0+0 კვლავაც 0-ია - სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია ერთად ისეთივე ნულია, როგორც ცალ-ცალკე. მათი გეგმა არის გეგმის არარსებობა, უცხოეთიდან მიღებული დავალებები და ხალხის მოტყუება. როდესაც ხალხი ვერ მოატყუეს, ამავდროულად ამ დავალებების ჭრილშიც გარკვეულ დეფიციტს განიცდიან, ისინი აწყდებიან კედლებს, ვერ გამოაქვთ დასკვნები საკუთარი ქმედებებიდანაც და ვერ პოულობენ იმ გზას, რომელიც რადიკალებს რაიმე ფორმით საქართველოში წარმატებას მიაღწევინებს. შესაბამისად, ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდება თვითმმართველობის არჩევნებზე. არ მიიღებენ მონაწილეობას - ესე იგი იმიტომ არ მიიღებენ, რომ მათ ეშინიათ საკუთარი რეიტინგის საზოგადოდ გაცხადება. ერთადერთ შემთხვევაში მიიღებენ მონაწილეობას, თუ ამ აგენტურას დავალების მიმცემი პირდაპირ დაავალებს, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. მაგრამ შედეგი, ერთ შემთხვევაშიც და მეორეშიც არის ერთადერთი - საზოგადოების უნდობლობა და აქედან გამომდინარე ურეიტინგობა და მათი პოლიტიკურ სანაგვეზე ყოფნა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)