|
2025-03-21 11:01:57, 542 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი - დაუნის სინდრომის მქონე პირები ჯერ კიდევ აწყდებიან სხვადასხვა სახის სირთულეებს
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე პირები და მათი ოჯახები ჯერ კიდევ აწყდებიან პრობლემებს და სხვადასხვა სახის სირთულეებს თავიანთი უფლებების განხორციელების პროცესში. "მათ შორის, აღსანიშნავია შესაძლებლობის შეზღუდვის სოციალური მოდელის დროულად დანერგვა, ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა, საზოგადოებაში არსებული სტიგმა და სტერეოტიპები, უწყვეტი და ხარისხიანი ინკლუზიური განათლება, ღია შრომით ბაზარზე დასაქმებისა და პროფესიული განვითარების თანაბარი შესაძლებლობები, ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა. გამოწვევაა დაუნის სინდრომის მქონე პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებების სიმცირე და დროული დანერგვა. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმისკენ, რათა დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდამჭერი სისტემების გაუმჯობესების გზით უზრუნველყოს ამ პირთა უფლებების დაცვა და ყოველდღიურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვა. 2025 წელს ამ დღის გზავნილია - "გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები“, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს, რათა თანაბრად ჩაერთონ და მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში" - წერია იოსელიანის განცხადებაში. .
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)