11:19 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-17 14:01:36, 562 ნახვა

მსოფლიო
ანდრეი სიბიგა - უკრაინისთვის უცვლელი დარჩება სამი ფუნდამენტური საკითხი

ნებისმიერ მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინისთვის უცვლელი დარჩება სამი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც წითელი ხაზია და განხილვას არ ექვემდებარება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„არის ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც განხილვას არ ექვემდებარება. პირველი არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. უკრაინა არასოდეს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს. მეორე, არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ვეტო დაადოს უკრაინელი ხალხის არჩევანს, უკრაინის არჩევანს ამა თუ იმ გაერთიანებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, იქნება ეს ევროკავშირი, თუ ნატო“, - განმარტა სიბიგამ.

მისი თქმით, მესამე საკითხი, რომელიც არ განიხილება, არის არმიის თავდაცვისუნარიანობისა და შესაძლებლობების შეზღუდვა, რაზეც უკრაინა არ დათანხმდება. საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ უკრაინის ყველა პარტნიორმა იცის ამ ფუნდამენტური საკითხების შესახებ.

„რუსეთმა პასუხი უნდა აგოს. ეს ყველაფერი ყოვლისმომცველი მშვიდობის ელემენტებია. შეგახსენებთ, რომ ის ასევე გაწერილია ჩვენს „მშვიდობის ფორმულაში“ და ასახავს იმ მიდგომებს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს პოზიციას საერთაშორისო ასპარეზზე. ფუნდამენტური საკითხი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არის „არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე“, „არაფერი ევროპის შესახებ ევროპის გარეშე“, - აღნიშნა სიბიგამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics