16:45 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-17 12:38:50, 825 ნახვა

საზოგადოება
საჯარო სკოლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები დაინიშნებიან

,,ქართული ოცნების" განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ 12 მარტს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, საჯარო სკოლებში დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები დაინიშნებიან.

"რესურსცენტრის უფროსი  რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში, დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით განსაზღვრავს რესურსცენტრის თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციების განხორციელებას, რესურსცენტრს დაქვემდებარებული იმ საჯარო სკოლისათვის,  რომელსაც არ ჰყავს დანიშნული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. ოფიცრის სამუშაო აღწერილობა და ანგარიშვალდებულების საკითხი განისაზღვრება შესაბამისი სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით." - წერია დოკუმენტში.

ლელო - ძლიერი საქართველოს ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, როლანდ შავაძის განცხადებით, ზემოთაღნიშნული ინიციატივა სახელისუფლებო  ინტერესებს დაქვემდებარებული მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების მეტად დამორჩილებას ემსახურება.

"საჯარო სკოლებში ე.წ. ოდეერის ინსტიტუტს ამკვიდრებენ. შესაბამის ბრძანებას მინისტრმა ხელი 12 მარტს მოაწერა. საქმე ეხება რესურსცენტრების უფლებამოსილების გაზრდას, რომლის საფუძველზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებს მიენიჭათ უფლება, მათ დაქვემდებარებულ სკოლებში დანიშნონ წარმომადგენელი – ოფიცერი, რომელიც თითქოს უზრუნველყოფს სკოლებში პერსონალური მონაცემების დაცვას.

რეალურად, ამ გადაწყვეტილების მიზანია, ისედაც სახელისუფლებო  ინტერესებს დაქვემდებარებული მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების კიდევ უფრო მეტად  მარწუხებში მოქცევა.

ეს არის წმინდა რუსული "კაგებეშნიკური" მოდელი, როცა სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ზღუდავს შემოქმედებით თავისუფლებას და უნიშნავს პირს, რომელიც აკონტროლებს ყველა ნიუანსს და მუშაობს  კონკრეტული ძალის,  ამ შემთხვევაში ქართული ოცნების პროპაგანდის გასავრცელებლად.

აქვე, აღვნიშნავთ, რომ სკოლებს, თავისუფლად შეუძლიათ თავად აწარმოონ ნებისმიერი მონაცემის დაცვა. სასწავლებელს ამას, როგორც ზოგადი განათლების შესახებ კანონი, ასევე სკოლის შიდა განაწესი ავალდებულებს" - თქვა შავაძემ. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics