08:02 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-15 16:44:06, 1056 ნახვა

მსოფლიო
ვიქტორ ორბანმა ევროკავშირს მოთხოვნებით მიმართა - მშვიდობა ევროპაში უკრაინის გარეშე

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს მოთხოვნებით მიმართავს. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა.

„რას ითხოვს უნგრელი ერი ბრიუსელისგან? – მშვიდობა, თავისუფლება და ერთობა“, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

ევროკავშირის მიმართ ორბანს 12 მოთხოვნა აქვს წაყენებული, რომელთა შორისაა: წევრი სახელმწიფოების თანასწორობა, ევროპის ქრისტიანული მემკვიდრეობის დაცვა, სოროსის აგენტები და კორუმპირებული ლობისტები გაძევება, ევროკავშირი უკრაინის გარეშე და ასე შემდეგ.

„ჩვენ მოვითხოვთ ერების ევროპას; მოვითხოვთ კანონის წინაშე თანასწორობას ყველა წევრი სახელმწიფოსთვის; აღადგინეთ კომპეტენციები, რომლებიც ერებს უკანონოდ წაართვეს; ეროვნული სუვერენიტეტი და ძლიერი ვეტო ეროვნული მთავრობებისთვის; გააძევეთ სოროსის აგენტები კომისიიდან და კორუმპირებული ლობისტები პარლამენტიდან; ნუ დააგირავებთ ჩვენი შვილიშვილების მომავალს, აღმოფხარით კავშირის ვალი; ნუ შეუშლით ხელს ჩვენს ეროვნულ გვარდიას საზღვრების დაცვაში. ნუ შემოიყვანთ მიგრანტებს და გააძევეთ ისინი, ვინც უკანონოდ ჩამოვიდნენ; კორუმპირებული დოლარები და ევროები არ უნდა შედიოდეს წევრ სახელმწიფოებში; აკრძალეთ ჩვენი შვილების არაბუნებრივი გადამზადება; დაიცავით ევროპის ქრისტიანული მემკვიდრეობა; ჩვენ მოვითხოვთ მშვიდობას ევროპაში; კავშირი, მაგრამ უკრაინის გარეშე.

თანასწორობა, თავისუფლება, ძმობა“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics