12:05 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-15 11:59:13, 778 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერი - ვერ დავუშვებთ, რომ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ითამაშოს

ვერ დავუშვებთ, რომ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით თამაშები ითამაშოს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

„ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა პრეზიდენტ ტრამპის შეთანხმებასთან დაკავშირებით თამაშები ითამაშოს.

კრემლის მიერ პრეზიდენტ ტრამპის ცეცხლის შეწყვეტის წინადადების სრული უგულებელყოფა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ პუტინი მშვიდობის შესახებ სერიოზულად არ არის განწყობილი“, - განაცხადა კირ სტარმერმა.

ცნობისთვის, დღეს, კირ სტარმერი ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ ვირტუალურ შეხვედრას გამართავს. შეხვედრაში მონაწილეობას 25-მდე სახელმწიფოს ლიდერი მიიღებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, კირ სტარმერი შეხვედრაზე ლიდერებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდისა და რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics