09:53 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-14 15:57:00, 617 ნახვა

მსოფლიო
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მშვიდობა უფრო მეტია, ვიდრე იარაღის მოკლევადიანი დადუმება

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი, ბეატე მაინლ-რაისინგერი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ სწრაფვას უკრაინის და მთელი ევროპის ინტერესებიდან გამომდინარე, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი სიბიგასთან კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ ავსტრიის პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა გაგრძელდება.

მეინლ-რეისინგერის თქმით, უკრაინის ბრძოლა ასევე არის ბრძოლა ყველა ევროპელის უსაფრთხოებისთვის და ევროპა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებაში.

„მშვიდობა უფრო მეტია, ვიდრე იარაღის მოკლევადიანი დადუმება. სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის გარეშე შეუძლებელია მშვიდობა გრძელვადიან პერსპექტივაში. მშვიდობა ნიშნავს მეზობელი სახელმწიფოების საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემას“, - აღნიშნა ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, ავსტრიის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი უკრაინაში დღეს ჩავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირანი და აშშ მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს გამოყოფენ
აშშ-მ და ირანმა შეთანხმება დადეს, ომი შეწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics