|
2025-03-13 17:26:27, 678 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ევროკავშირს ღვინოსა და სხვა ალკოჰოლურ პროდუქტებზე 200%-იანი ტარიფის დაწესებით ემუქრება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროპიდან იმპორტირებულ ყველა სახის ღვინოსა და სხვა ალკოჰოლურ პროდუქტებზე 200%-იან ტარიფს დააწესებს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. „ევროკავშირმა, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მტრულად განწყობილმა და შეურაცხმყოფელმა საგადასახადო და სატარიფო ორგანომ, რომელიც შეიქმნა მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეერთებული შტატებისგან სარგებელი ნახოს, ახლახან დააწესა ვისკის საზიზღარი 50%-იანი ტარიფი. თუ ეს ტარიფი დაუყოვნებლივ არ მოიხსნება, აშშ მალე დააწესებს 200%-იან ტარიფს ყველანაირ ღვინოზე, შამპანურსა და ალკოჰოლურ პროდუქტზე, რომლებიც გამოდიან საფრანგეთიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან“, - წერს ტრამპი. მისი თქმით, ეს შესანიშნავი იქნება ღვინისა და შამპანურის ბიზნესისთვის შეერთებულ შტატებში.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)