|
2025-03-13 14:18:27, 818 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე - ნებისმიერ დროს, გახარია ხომ არ ვარ გავიქცე და დავიმალო?!
დედაქალაქის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ის მზად არის ნებისმიერ დროს ჩაიტაროს ნარკოლოგიური ტესტირება. ამით კალაძე „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებას გამოეხმაურა. „ნებისმიერ დროს, თუმცა საბა ბუაძესთან დაკავშირებით, მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს. ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად ვიზიარებ ერთ-ერთი პოლიტიკოსის განცხადებას და დამოკიდებულებას საბა ბუაძესთან დაკავშირებით. ნებისმიერ დროს [მზად ვარ], გახარია ხომ არ ვარ გავიქცე და დავიმალო?!“ - განაცხადა კალაძემ. გარდა ამისა, კალაძემ ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია, რომ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს დაეხმარონ. „რაც შეეხება რეფორმას, ამ მიმართულებით არსებობს გამოწვევები. ჩვენ გვინდა რეფორმის განხორციელება, რითაც ადამიანებს დავეხმარებით, მივცემთ შესაძლებლობას, თუნდაც მაგალითად: ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს დავეხმაროთ და მხარში ამოვუდგეთ. ზოგადად, ნარკოტიკების მიმართ შეიცვალოს დამოკიდებულება“, - აღნიშნა კალაძემ. ცნობისთვის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ „სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, თავად გაიარონ ნარკოშემოწმება და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები“. „ვურჩევ დაიწყოს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნით, კახა კალაძით“, - განაცხადა საბა ბუაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)