13:46 - 16 Aug, 2026
|
2025-03-12 17:14:27, 597 ნახვა
მსოფლიო
მედია - რუსეთის არმიამ კურსკის რეგიონის ქალაქ სუჯაზე კონტროლი დაამყარა
რუსეთის არმიამ კურსკის რეგიონის ქალაქ სუჯაზე კონტროლი დაამყარა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. როგორც მედია წერს, ქვეყნის სამხედრო ნაწილებმა ქალაქის ცენტრში რუსული დროშა აღმართეს. გავრცელებული ცნობით, სუჯის ცენტრალურ მოედანზე რუსული არმიის მე-11 ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის სადესანტო ბატალიონი შევიდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის რამდენიმე ბრიგადა კურსკიდან ალყაში მოქცევის საფრთხის გამო გავიდა. უკრაინის არმიის ნაწილები რუსეთის კურსკს რეგიონში გასული წლის 6 აგვისტოს შეიჭრნენ და ქალაქ სუჯაზე კონტროლი დაამყარეს. ეს ქალაქი უკრაინის არმიის მომარაგების ლოგისტიკური ადგილი იყო. რუსული მედიის მტკიცებით, კურსკის რეგიონში უკრაინის არმიამ 66 ათასზე მეტი ჯარისკაცი და 400-მდე ტანკი დაკარგა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)