03:32 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-12 15:33:03, 561 ნახვა

პოლიტიკა
იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ გირჩი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას იწყებს

გირჩი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას იწყებს - ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ ისაუბრეს. 

იაგო ხვიჩიას თქმით, სალომე ზურაბიშვილი თუ ბოიკოტისკენ წაიყვანს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას, "ეს იქნება ძალიან კარგი საქმე".

"ხალხს ამდენ პარაზიტს მოაშორებ და არ დააბნევ არჩევნებზე, არ იქნება ცუდი საქმე. 

[...] ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხალხს მივცემთ საშუალებას, რომ გააცნონ საზოგადოებას საკუთარი პრობლემები, ხედვები ამ პრობლემების მოსაგვარებლად და გააცნონ საზოგადოებას თავი, როგორც ადამიანებმა, რომლებიც წარმოადგენენ მათ რაღაც კონკრეტული პირობებით" - ამბობს იაგო ხვიჩია გირჩი TV-ის ეთერში. 

პროდასავლური ოპოზიციური პარტიები 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე უარს ამბობენ. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგნელები მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრებს მართავენ. ბოლო ასეთი შეხვედრა 10 მარტს შედგა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics