|
2025-03-12 13:21:15, 548 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი სააკაშვილის ე.წ პიჯაკების საქმეზე - მე ამ საქმეს შევაფასებდი „ხალხის ფულის ჭამის საქმედ“
სასამართლოთი დადასტურდა, რომ თანხები პირდაპირ იხარჯებოდა სააკაშვილის ბოტოქსზე, მის გახდომაზე, მისი თმის მოვლაში - მე ამ საქმეს შევაფასებდი „ხალხის ფულის ჭამის საქმედ, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ადამიანმა, რომელიც თავის დროზე ხელისუფლებაში კორუფციის დამარცხების ეგიდით მოვიდა, საქმე „ხალხის ფულის ჭამით დაასრულა“. „ოპოზიციას თუ მოუსმენ, ყველაფერი, მათი შეფასებით, არის ოპოზიციის დევნა, მაგრამ ფაქტია, დღეს კიდევ ერთხელ, სასამართლოთიც დადასტურდა, რომ ადამიანმა, რომელიც თავის დროზე ხელისუფლებაში კორუფციის დამარცხების ეგიდით მოვიდა, საქმე ხალხის ფულის ჭამით დაასრულა. ეს, რაც ჩვენ ვნახეთ, არის 9 მილიონის, ხალხის ფულის გაფლანგვა, ხალხის ფულის ჭამა. ეს არის და ეს. ფაქტია, სასამართლოთი დადასტურდა, რომ 9 მილიონი იყო გაფლანგული ისეთ საკითხებზე, რომელიც საერთოდ არაფერ შუაში იყო, არც მის წარმომადგენლობასთან, არც სახელმწიფო უფლებამოსილების განხორციელებასთან. თანხები პირდაპირ იხარჯებოდა მის ბოტოქსზე, მის გახდომაზე, მისი თმის მოვლაში. საზოგადოებამ კარგად ნახა ეს, სასამართლო პროცესები საჯარო იყო და დეტალები ვნახეთ. მე ამ საქმეს შევაფასებდი ხალხის ფულის ჭამის საქმედ," - განაცხადა მახაშვილმა. ცნობისთვის, სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო თეიმურაზ ჯანაშიას 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)