14:16 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-11 16:55:44, 678 ნახვა

მსოფლიო
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი - პუტინმა ნათლად აჩვენა, რომ უკრაინა საბოლოო წერტილი არ არის
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ევროპამ არასრულფასოვნების კომპლექსი უნდა დაძლიოს, - ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა პარიზში, თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„აშშ-მა ნათლად განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ მისი მხარდაჭერა თავისთავად განსაზღვრული არ არის და ასევე, ათწლეულების განმავლობაში ევროპის აშშ-ზე დამოკიდებულება არ შეიძლება თავისთავად მოცემულად ჩაითვალოს. სანაცვლოდ, ის უნდა გამოიმუშაო. ასე რომ, ევროპას უსაფრთხოების არქიტექტურის გაძლიერება სჭირდება და ჩვენ ამის გასაკეთებლად ბევრი დრო არ გვაქვს“, - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, „პუტინმა ნათლად აჩვენა, რომ უკრაინა მის მიერ იმპერიულ წარსულში მოგზაურობის საბოლოო წერტილი არ არის“.

„ის რუსეთის იმპერიის გავლენისა და ტერიტორიის გაფართოების მიზნით თავის აგრესიულ მცდელობებს გააგრძელებს. ჩვენ არასრულფასოვნების კომპლექსი უნდა დავძლიოთ. ჩვენ იმაზე უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე გვგონია და ეს სიძლიერე ჩვენი უსაფრთხოებისთვის დაგვჭირდება“, - აღნიშნა ბრეკელმანსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics