04:17 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-10 19:56:01, 759 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - 31 მარტისთვის ერთობლივად დავიწყებთ მზადებას

31 მარტი არის საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღე და უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს დამოუკიდებლის ისტორიაში, რისთვისაც ერთობლივად დავიწყებთ მზადებას , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ამასთან, მან, სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ „საერთო წინააღმდეგობის ფრონტის“ შექმნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოების დაკვეთაა, მაქსიმალური გაერთიანება და მაქსიმალური ძალისხმევა.

„განვიხილეთ 31 მარტის დიდი აქცია, რომელიც არის საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღე და არის უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს დამოუკიდებლის ისტორიაში, რისთვისაც ერთობლივად დავიწყებთ მზადებას.

მათ შორის, განვიხილეთ „საერთო წინააღმდეგობის ფრონტის“ შექმნა - პრეზიდენტ ზურაბიშვილის ირგვლივ ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობა, რომელთათვის მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის გადარჩენა. მნიშვნელოვანია, ის რომ ასეთი საკოორდინაციო ფორმატი არსებობდეს.

მათ შორის, მაქსიმალური გაერთიანება და მაქსიმალური ძალისხმევა არის ის დაკვეთა, რაც საზოგადოებაში არსებობს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics