|
2025-03-10 14:45:52, 593 ნახვა
სამართალი
ხატია დეკანოიძეს 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
სასამართლომ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით, დეკანოიძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. „შს სამინისტროს ორი წარმომადგენელი სასამართლო სხდომის დროს ამტკიცებდა, რომ ხატია დეკანოიძე - გიორგი ვაშაძე იყო. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ. სატელევიზიო ჩანაწერები წარმოადგინეს, სადაც ჩანს, რომ გიორგი ვაშაძე გამოდიოდა სიტყვით, ასევე შს სამინისტროს წარმომადგენლები ჩემს ადვოკატს ეუბნებოდნენ, რომ არ მოსწონდათ ჩემი პოლიტიკური განცხადებები, სადაც საპატრულო პოლიციას აქტიურობისკენ მოვუწოდებდი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებდა, რომ აქციაზე ხალხის ის ოდენობა არ იყო, რაც ჭავჭავაძის გამზირის სავალ ნაწილს გადაკეტავდა. შსს-ს წარმომადგენლის განმარტებითვე, ვიდეომასალა არსებობს, თუ როგორ შეექმნათ მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა, თუ როგორ შევიდა ხატია დეკანოიძე კონფლიქტში მოქალაქეებთან, რომლებიც ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ და მოუწოდებდა, სხვა გზით წასულიყო. ხატია დეკანოიძის ადვოკატის ირაკლი აბესაძე კი განმარტავდა, რომ საქმე აბსურდული და უშინაარსო იყო. აბესაძის თქმითვე, შსს უდაბლესი სტანდარტით უდგება მოქალაქეებს და ამ უდაბლეს სტანდარტსაც კი არ აკმაყოფილებს ის მტკიცებულება, რაც უწყებას აქვს წარმოდგენილი. ცნობისთვის, ხატია დეკანოიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ. კერძოდ კი იმას, რომ ის 17 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)