|
2025-03-10 12:22:08, 1155 ნახვა
მსოფლიო
სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, ბოლო ორ დღეში სირიაში 973 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს
სირიაში ყოფილი ლიდერის, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ რაიონებში დაპირისპირება გრძელდება. თვითმხილველები მედიასთან ალავიტების წინააღმდეგ დევნის, მათ შორის, საკუთარ სახლებში ოჯახების დახოცვის შესახებ საუბრობენ. ალავიტების სექტა შიიტური ისლამის განშტოებაა და სირიის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს შეადგენს. ბაშარ ალ-ასადი ამ სექტას ეკუთვნის. სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, პარასკევსა და შაბათს 973 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ასადის მომხრეებმა, რომლებმაც უარი თქვეს იარაღის ჩაბარებაზე, ჩაუსაფრდნენ უსაფრთხოების ძალებს ლატაკიისა და ჯაბლეჰის სანაპირო ქალაქების გარშემო, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა. ასადის არმიის ბრიგადის ყოფილმა გენერალმა გამოაცხადა ახალი აჯანყება ამჟამინდელი მთავრობის წინააღმდეგ და თქვა, რომ აფუძნებდა „სირიის განთავისუფლების სამხედრო საბჭოს“. ვრცელდება ინფორმაციაც, რომ ასადის რეჟიმის უსაფრთხოების ყოფილი ოფიცრები, რომლებმაც უარი თქვეს იარაღის ჩაბარებაზე, მთებში წინააღმდეგობის ჯგუფებს აყალიბებენ. დამასკოში მოეწყო დემონსტრაციები დაღუპულთა პატივის მისაგებად და ძალადობის დასაგმობად. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ჯამში, 1 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა სირიაში ახალი მთავრობის ძალებსა და ასადის ალავიტური სექტის მებრძოლებს შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას. მოკლულთა შორის არიან სირიის მთავრობის უსაფრთხოების ძალების წევრები და მებრძოლები ასადის ლოიალისტებიდან. ასევე ალავიტი ქალები და ბავშვები.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)