15:54 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-08 13:06:37, 749 ნახვა

მსოფლიო
სირიის უსაფრთხოების ძალებმა 300-ზე მეტი ალავიტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

სირიის უსაფრთხოების ძალებმა 300-ზე მეტი ალავიტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ სირიის ომის მონიტორზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ფრანს-პრესის“ ცნობით, ხუთშაბათს, სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ მებრძოლებთან შეტაკებების დაწყების შემდეგ, სირიის უსაფრთხოების ძალებმა და მათმა მოკავშირეებმა 311 ალავიტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 524 ადამიანს აღწევს, მათ შორის, 213 უსაფრთხოების ძალების წევრი და ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერი მებრძოლია.

შეტაკებების დაწყების შემდეგ სირიის დროებითმა პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ განაცხადა, რომ ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერებს „ახალი სირიის გამოცდა სურთ“.

„სირია ერთიანია. თუ ერთ პროვინციას ზიანი მიადგება, მას ყველა სხვა პროვინცია დაიცავს. ხელისუფლებასა და ხალხს შორის დაყოფა აღარ არსებობს, სირია ყველას ეკუთვნის და ისინი, ვინც ხალხს თავს ესხმიან, სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარსდგებიან“, - განაცხადა ალ-შარაამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics