21:16 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-07 10:49:51, 613 ნახვა

სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ამხილა.

მათივე ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავი ეჭვიანობის ნიადაგზე,  მეუღლის მიმართ აგრესიას გამოხატავდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. კერძოდ,  2024 წლის ივლისში ბრალდებულს და დაზარალებულს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

,,ბრალდებულმა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, დაზარალებულ ქალს სხეულის სხვადასხვა მიდამოში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ძალადობის შედეგად, დაზარალებულმა დაზიანებები მიიღო.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის საფუძველზე, გამოძიება აწარმოვა. გამოიკითხა დაზარალებული, რომელსაც ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. აგრეთვე გამოიკითხა დაზარალებულის ოჯახის წევრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები. ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და მოპოვებული იქნა დანაშაულში მამხილებელი სხვა მტკიცებულებები, რის საფუძველზეც,  არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის სამი ეპიზოდისთვის და მუქარის ფაქტზე, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, სამართალდამცავს  ბრალდება წარედგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტით აგრძელებს.

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.'' - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics