17:16 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-06 10:13:05, 591 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო - უკრაინაში კონფლიქტი არის არაპირდაპირი ომი აშშ-სა და რუსეთს შორის

უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, არის არაპირდაპირი ომი ბირთვულ სახელმწიფოებს შორის  აშშ-ს, რომელიც უკრაინას ეხმარება, და რუსეთს შორის. რუბიომ აღნიშნული მოსაზრება Fox News-თან ინტერვიუში გამოთქვა. 

„თავიდანვე ცხადი იყო, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამას გახანგრძლივებულ, ჩიხში შესულ კონფლიქტად განიხილავდა. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არის არაპირდაპირი ომი ბირთვულ ძალებს შორის, აშშ-ს და რუსეთს შორის, და ის უნდა დასრულდეს,“ - აღნიშნა მარკო რუბიომ. 

მისი განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულება მოითხოვს დათმობებს ორივე მხრიდან.  

„მოლაპარაკებების მაგიდასთან ორივე მხარე უნდა მივიყვანოთ. უკრაინელები იქ უნდა იყვნენ, რა თქმა უნდა, ეს მათი ქვეყანაა. მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსებიც უნდა იყვნენ. ამის გაკეთება მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია. მინად ეს რჩება მთავარ მიზნად და სწორედ ამაზე ვართ ახლა ორიენტირებული,“ - დასძინა მან. 

მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ ეს საკითხი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და დღემდე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასრულებისკენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics