|
2025-03-04 21:02:37, 700 ნახვა
მსოფლიო
მაიკ ჯონსონი - უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება დროებითია
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება დროებითია, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა. ჯონსონის თქმით, დახმარების შეჩერება უკავშირდება გასულ პარასკევს, თეთრ სახლში განვითარებულ მოვლენებს. „ეს არის დროებითი პაუზა“, – აღნიშნა ჯონსონმა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა „გამოასწოროს ის, რაც გასულ კვირაში მოხდა, შოკისმომგვრელი მოვლენები ოვალურ კაბინეტში“. „ის თუ ამას გააკეთებს, ვფიქრობ, ეს იქნება მომგებიანი სცენარი ყველა ჩართული მხარისთვის. ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო შეთანხმება, რაც შეიძლება, იყოს შეთავაზებული, ამ შეთანხმებას შეუძლია, მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხს, ამიტომ მოვუწოდებ ზელენსკის, გააკეთოს ეს“, – განაცხადა ჯონსონმა. მისივე თქმით, მოხარულია, რომ „ზელენსკიმ ნათლად განაცხადა, რომ მას სურს ამ შეთანხმების დადება“.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)