|
2025-03-03 18:13:40, 769 ნახვა
პოლიტიკა
ეკა გიგაური - სიაში ვხედავთ, ცრუ მოწმე პოლიციელებს, რომლებიც ეხმარებიან მოსამართლეებს და პროკურორებს, რომ ამ ადამიანების ციხეებში მოთავსება მოხდეს.
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, ბალტიის ქვეყნების მიერ „ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლების, პოლიციელების, პროკურორების და მოსამართლეების დასანქცირება წარმოადგენს უპრეცედენტო შემთხვევას. გიგაურმა განმარტა, რომ ეს ადამიანები არღვევენ ადამიანის უფლებებს, იღებენ უკანონო გადაწყვეტილებებს და არიან ჩართულები საქმეებში, რომლებიც ხელს უშლიან 53 პატიმრის თავისუფლებას. “რომ შევხედოთ ვისი დასანქცირება ხდება - ესენი არიან პოლიციელები, პროკურორები და მოსამართლეები, ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს, უკანონო დაწყვეტილებს იღებენ, ჩართულები არიან იმ 53 ადამიანის საქმეში, რომლებიც დღეს წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, მათ წინააღმდეგაც აბსოლუტურად უკანონოდ არის დაწყებული ყველა ის გამოძიება, რასაც ჩვენ ვხედავთ. სიაში ვხედავთ, ცრუ მოწმე პოლიციელებს, რომლებიც ეხმარებიან მოსამართლეებს და პროკურორებს, რომ ამ ადამიანების ციხეებში მოთავსება მოხდეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსამართლეებს, პოლიციელებს, პროკურორებს, დაფიქრდნენ, სად მიჰყვებიან ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილისთვის შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები პრობლემა არ იყოს, მაგრამ მათთვის იქნება პრობლემები. ამ სანქციების შემდეგ ისინი ვერ ჩავლენ ევროკავშირის ქვეყნებში და ვერ გამოიყენებენ იმ სიკეთეებს, რომლებიც ევროკავშირმა მოგვანიჭა"- ამბობს გიგაური.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)