|
2025-03-03 12:08:16, 578 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი - ოპოზიციას ვურჩევდი, მოემზადონ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომ ისევ გამანადგურებელი ანგარიშით არ წააგონ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია - მას ლიდერის თვისებები და უნარ-ჩვევები არ გააჩნია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ბოლო რამდენიმე წელია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური აქტივისტია“. „სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია. მას ლიდერის თვისებები და უნარ-ჩვევები არ გააჩნია - არის „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრი. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ქალბატონი იქით მხარეს გადავიდა - ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვატყობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური აქტივისტია“, - განაცხადა მაჭავარიანმა. კითხვაზე, რა შანსები აქვს ოპოზიციას ერთობლივი შეხვედრების ფონზე, მაჭავარიანმა უპასუხა, რომ ისინი „რაც უფრო მალე დაბრუნდებიან რეალობაში, მათთვის უკეთესი იქნება“. „უკვე გავიდა რამდენიმე თვე, ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები და ვურჩევდი, რომ უკვე დაიწყონ მზადება იმისთვის, რომ იმავე გამანადგურებელი ანგარიშით არ წააგონ არჩევნები, როგორც საპარლამენტო არჩევნები წააგეს. სადღაც ოფისი აქვს ნაქირავები ზურაბიშვილს და იქ ისევ გრძელდება სახლობანას თამაში, თითქოს პრეზიდენტის რეზიდენციაში მიდიან. რაც უფრო მალე დაბრუნდებიან რეალობაში, მათთვის მით უკეთესი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)