|
2025-03-03 11:17:25, 549 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი - უკრაინის წიაღისეულის შესახებ შეთანხმება, ჯერჯერობით, არ განიხილება
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ უკრაინის იშვიათი წიაღისეულის ხელმისაწვდომობის შესახებ შეთანხმება, ჯერჯერობით, დღის წესრიგში არ არის. „არ ვიცი, რას ფიქრობდა პრეზიდენტი ზელენსკი. ორშაბათს გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ხუთშაბათს - ფანტასტიკური შეხვედრა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან. ყველამ მხარი დაუჭირა სამშვიდობო შეთანხმების წინსვლას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა CBS-თან ინტერვიუში. ბესენტის თქმით, ზელენსკის ხელი უნდა მოეწერა ეკონომიკურ შეთანხმებაზე, რომელსაც შეეძლო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მაგრამ ეს არ მოხდა. „ზელენსკი მხოლოდ უნდა შემოსულიყო და ხელი მოეწერა ამ ეკონომიკური შეთანხმებისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებდა უკრაინელ და ამერიკელ ხალხს შორის სრულ ერთიანობას. მაგრამ მან გადაწყვიტა ამ ყველაფრის ჩაშლა", - აღნიშნა ბესენტმა. კითხვაზე, გრძელდება თუ არა შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, ბესენტმა უპასუხა „ჯერ არა". შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ წიაღისეულის შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მზად არის.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)