21:22 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-26 21:18:20, 648 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩამოდის უკრაინის აღდგენის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ პარასკევს, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონს ეწვევა იშვიათი ლითონებისა და უკრაინის აღდგენის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად. აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„რუსეთ-უკრაინის საკითხზე ძალიან კარგად მივდივართ. პრეზიდენტი ზელენსკი პარასკევს ჩამოვა – ეს უკვე დადასტურებულია, და ჩვენ შეთანხმებას მოვაწერთ ხელს,“ – განაცხადა ტრამპმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა სახაზინო მდივანს, სკოტ ბესენტსა, და ვაჭრობის მდივანს, ჰოვარდ ლუტნიკს, შეთანხმების მიღწევაში გაწეული ძალისხმევისთვის.

ტრამპის თქმით, „შევძელით შეთანხმების მიღწევა, რომლითაც ჩვენს ფულს დავიბრუნებთ და მომავალში ბევრ შემოსავალს მივიღებთ. ვფიქრობ, ეს მისაღები პირობებია.“

პრეზიდენტის განცხადებით, ის და ზელენსკი „აპირებენ ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომელიც იქნება ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი შეთანხმება.“





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics