21:22 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-26 09:54:04, 418 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს ვაშინგტონში ჩასვლას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, პარასკევს ვაშინგტონში ჩავიდეს ხელი მოაწეროს "ძალიან დიდ გარიგებას", - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„გავიგე, რომ პარასკევს მოდის. რა თქმა უნდა, ჩემთვის მისაღებია, თუ მას სურს ხელი მოაწეროს ჩემთან ერთად. მესმის, რომ ეს დიდი გარიგებაა, ძალიან დიდი საქმეა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში.

კითხვაზე, თუ რას მიიღებს უკრაინა წიაღისეულის შეთანხმების სანაცვლოდ, ტრამპმა უპასუხა, რომ აშშ-მა უკრაინისთვის უკვე უზრუნველყო 350 მილიარდი დოლარი, უამრავი სამხედრო ტექნიკა და ბრძოლის გაგრძელების უფლება.

შეგახსენებთ, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები და უკრაინა წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პროექტის პირობებზე შეთანხმდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics