|
2025-02-25 16:50:02, 512 ნახვა
საზოგადოება
დასაქმებულებისა და დამსაქმებლების ნაწილი კვლავ გაიფიცა
დასაქმებულებისა და დამსაქმებლების ნაწილი კვლავ გაიფიც. მათ საკუთარი ოფისების წინ, ასევე, სოციალურ ქსელებში გამოფინეს ბანერები, წარწერით: „გაფიცულია“. ისინი მომხმარებლებს ატყობინებენ, რომ მომსახურების მიღებას 16:00 საათის შემდეგ ვერ შეძლებენ. როგორც „გაფიცვის“ ორგანიზატორები აღნიშნავენ, 1921 წლის ნოემბერში, ქართველი ხალხი გაიფიცა და ამ ფორმით აჩვენა წინააღმდეგობა რუსულ ოკუპაციას. 25 თებერვალი კი არის დღე, რომელიც გვახსენებს, რა შეიძლება დაგვემართოს, თუ ისტორია განმეორდება. გაფიცვის მონაწილეები სხვადასხვა ადგილიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მარშს მოაწყობენ და ფიცს დადებენ, რომ საქართველოს მომავლისთვის იბრძოლებენ და არ დაუშვებენ საქართველოს ხელახლა ოკუპაციას. „მივალთ 49 სინდისის პატიმრის სახელით! მივალთ 500 ნაცემი და ნაწამები თანამებრძოლის სახელით! მივალთ ათასობით უსამართლოდ დაჯარიმებული ადამიანის სახელით! მივალთ ათიათასობით შეურაცხყოფილი ადამიანის სახელით! მივალთ ასიათასობით გაბრაზებული ადამიანის სახელით! მივალთ საქართველოს სახელით“, - აღნიშნავენ ორგანიზატორები. მსვლელობა შემდეგი ადგილებიდან მოეწყობა: ვაკის პარკიდან (მარო მაყაშვილის სახელობის მარში), ამაღლების ქუჩიდან (იუნკერების სახელობის მარში), ავლაბრის მეტროდან (გენერალ მაზნიაშვილის სახელობის მარში), მარჯანიშვილის მოედნიდან (ვალიკო ჯუღელის სახელობის მარში), სადგურის მოედნიდან (ვალოდია გოგუაძის სახელობის მარში) და სპორტის სასახლიდან (გოგი ალექსი-მესხიშვილის სახელობის მარში).
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)