00:27 - 29 Jun, 2026
|
2025-02-25 09:30:26, 557 ნახვა
სამართალი
გიორგი ბაჩიაშვილი დღეს პროკურატურაშია დაბარებული
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, 25 თებერვალს, 11:00 საათზე, გიორგი ბაჩიაშვილი პროკურატურაში დაიბარეს. ადვოკატის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალს, სავარაუდოდ, „მტკვარი ჰესის“ საქმეზე წაუყენებენ. „დაგვირეკეს ერთი საათის წინ და გვითხრეს, რომ 11:00 საათზე დაბარებული ვართ. გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული. ბრალი უნდა წარუდგინონ და მასალები გაგვიცვალონ. ჩვენი ვარაუდია, რომ ბრალი უნდა წაუყენონ „მტკვარი ჰესის“ საკითხზე, ვინაიდან, „მტკვარი ჰესი“ საქმიდანაა გამოყოფილი“, - განაცხადა ლევან მახარაშვილმა. კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავონ, ადვოკატი აცხადებს: „არაფერს არ გამოვრიცხავ, თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია“.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)