|
2025-02-24 16:25:33, 419 ნახვა
პოლიტიკა
ანა ნაცვლიშვილი ჯარიმებზე - არ ვაპირებთ, ივანიშვილის ხაზინა შევავსოთ
საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოწერილ ჯარიმებს აღვიქვამთ როგორც უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას და ვიღებთ ამას როგორც ჩვენი პატრიოტიზმის და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ ერთგულების დადასტურებას - არ ვაპირებთ, ივანიშვილის ხაზინა შევავსოთ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა თანაპარტიელებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „რეჟიმს, რომელმაც გადაწყვიტა, პროტესტი რეპრესიებით გააჩეროს, ბიუროკრატიული ხასიათის პრობლემები უნდა შეუქმნან“. „რუსმა ოლიგარქმა, რომელიც არის დემოკრატიული სამყაროს მხრიდან სანქცირებული, იმის გამო, რომ ის ემსახურება ოკუპანტის და არა ქართველი ხალხის ინტერესებს, გადაწყვიტა, რომ თავისი ხელქვეითების მეშვეობით განახორციელოს ფინანსური ტერორი და რეპრესიები საქართველოს პატრიოტი, გამბედავი მოქალაქეების მიმართ. თითოეული ჩვენგანი, ვინც აქ ვართ, ათობით სხვა მოქალაქესთან ერთად ვართ იმ ჯარიმების ადრესატები, რომლითაც ივანიშვილი ფიქრობს, რომ რუსული მეთოდებით გასტეხს ქართველი ხალხის დაუღალავ ბრძოლას ამ ქვეყნის დამოუკიდებელი და ევროპული მომავლისთვის. ჩვენ საჯაროდ გვინდა განვაცხადოთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოწერილ ამ ჯარიმებს აღვიქვამთ როგორც უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას და ვიღებთ ამას როგორც დადასტურებას ჩვენი პატრიოტიზმის და ერთგულების ამ ქვეყნის ევროპული და დამოუკიდებელი მომავლის მიმართ. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ივანიშვილის ხაზინა შევავსოთ. ვაპირებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ინსტრუმენტების სამართლიანობა გარანტირებული არაა, ქართველ ხალხთან ერთად ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტი გამოვიყენოთ, რათა რეჟიმს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მოქალაქეების რეპრესიებით გააჩეროს პროტესტი, თავსატეხი გავუჩინოთ და გავუჩინოთ ძალიან სერიოზული ბიუროკრატიული ხასიათის პრობლემები და იქით შევუტრიალოთ ბრძოლა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების მიმართ ამ მეთოდებით, საბჭოთა რეპრესიული კანონებით ცდილობენ. მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივმართო, არ შეგეშინდეთ. ვიქნებით თქვენ გვერდით ყველა ინსტანციაში, როგორც შსს-ში, ისე სასამართლოებში, რომ გავასაჩივროთ ეს არაკანონიერი და უსამართლო ჯარიმები. დაგეხმარებით თითოეულ თქვენგანს. პროდასავლური პოლიტიკური ძალების ერთობლივი ძალისხმევაა საერთო ცხელი ხაზი: 2 05 26 44. მოგვმართეთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)