11:09 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-24 15:40:47, 575 ნახვა

პოლიტიკა
ბრიტანეთის ელჩი - საქართველოსთვის “ომში ჩართვა“ არ გვითხოვია

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი განმარტავს, რომ არ არის მართალი, თითქოს დასავლეთი საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვას სთხოვდა. ის ამბობს, თუ რას სთხოვდა ბრიტანეთის მთავრობა საქართველოს - სანქცირებული საქონლის დაუშვებლობასა და ფინანსური [საბანკო] საქნციების აღსრულებას.

„ბევრ ჩვენგანს სმენია, თითქოს დასავლეთს - ასევე, სხვადასხვა ტერმინს იყენებენ, - სურს, რომ საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი, ან გააკეთოს რაიმე საკუთარი უსაფრთხოების, საკუთარი ეკონომიკის დასაზიანებლად, რათა ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე. ეს უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს“, - განაცხადა ელჩმა უორდმა.

„ეს არ არის ის, რაც ჩვენ ვითხოვეთ. ის, რაც ჩვენ - გაერთიანებულმა სამეფომ - მოვითხოვეთ, არის ის, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული, როგორც სატრანზიტო პუნქტი საბრძოლის ველზე გამოსაყენებელი ტვირთისთვის“, - განაცხადა მან 24 თებერვალს თბილისში, „რონდელის ფონდის“ დისკუსიაზე





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics