|
2025-02-24 14:35:04, 413 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი
ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ საპირისპირო მიმართულებით ქვეყნის განვითარების წარმართვას, თუმცა მათ გეგმებს განხორციელება არ უწერია. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არის თავიდან ბოლომდე რთულ მდგომარეობაში, რბილად რომ აღვნიშნოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა შეუფერხებლად განვითარდეს ქვეყნის დემოკრატიული სისტემა. „ჩვენ ეს დაპირება მივეცით ქართულ საზოგადოებას. ეს დაპირება შესრულდა დიდწილად და განვაგრძნობთ ამ დაპირების შესრულებას. რადიკალიზმის გარეშე ჩვენი დემოკრატიული სისტემა ბევრად უფრო სწრაფად განვითარდება და ბევრად ნაკლები შეფერხება ექნება ასეთ პირობებში ჩვენს ეკონომიკურ წინსვლასაც და, ზოგადად, განვითარებას ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)