|
2025-02-24 14:22:11, 471 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ტრაგიკული თარიღია უკრაინის ისტორიაში - იმედია, მალე დამყარდება მშვიდობა
ძალიან მძიმეა ომის შედეგები ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის - პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად, წარმატებით დასრულდეს ის პროცესი, რომელიც დაწყებულია და რომელიც უკავშირდება უკრაინაში მშვიდობის დამყარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკრაინაში ომის დაწყების 3 წლისთავთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კობახიძემ იმ შედეგებზე ისაუბრა, რაც უკრაინაში ომის შედეგად დადგა. „დღეს 3 წელი შესრულდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. ეს ნამდვილად ტრაგიკული თარიღია ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის ისტორიაში. ძალიან მძიმეა ომის შედეგები ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის და ჩვენი მეგობარი ხალხისთვის. უამრავი ადამიანია დაღუპული ამ ომის შედეგად. 10 მლნ უკრაინელ ადამიანამდე დევნილად ან ლტოლვილად იქცა; უკრაინის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ; განადგურებულია ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა; საგარეო ვალი აღწევს თითქმის, ეკონომიკის 100%-ს - 96%-ია წლევანდელი მაჩვენებელი, წლის ბოლოსთვის 100%-ს გადასცდება. ჩვენ, პირველ რიგში, მეგობარ ქვეყანას, მეგობარ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად, წარმატებით დასრულდეს ის პროცესი, რომელიც დაწყებულია და რომელიც უკავშირდება უკრაინაში მშვიდობის დამყარებას. მინდა, კიდე ერთხელ გამოვთქვა იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში“, - განაცხადა კობახიძემ.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)