|
2025-02-24 12:59:43, 421 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირმა გამოაცხადა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-16 პაკეტის მიღება
უკრაინაში ომის დაწყების მესამე წლისთავზე ევროკავშირმა გამოაცხადა რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური და ეკონომიკური სანქციების ახალი, მე-16 პაკეტი. ინდივიდუალური სანქციების ჩამონათვალშია 48 ფიზიკური და 35 იურიდიული პირი, რომლებიც თავისი ქმედებებით ხელყოფენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ევროკავშირმა სანქციები დაუწესა კიდევ 74 ტანკერს და გემს, რომლებსაც მოქმედი სანქციების გვერდის ავლით გადააქვთ რუსული ნავთობი, სამხედრო ტექნიკა და უკრაინაში მოპარული ხორბალი. რუსეთის კიდევ 13 ბანკს აეკრძალა ფინანსური ინფორმაციის გადაცემის საერთაშორისო სისტემით სარგებლობა. სანქციები დაუწესდა დამატებით 53 ორგანიზაციას, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მუშაობას. მათ შორის არიან ჩინეთის, ინდოეთის, ყაზახეთის, სინგაპურის, თურქეთის არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და უზბეკეთის კომპანიებიც. სანქციების მე-16 პაკეტი მოიცავს რუსეთიდან ალუმინის იმპორტის აკრძალვასაც. გარდა ამისა, ევროკავშირში მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერდა რვა რუსულ მედიასაშუალებას. მათ შორის არიან: EADaily/Eurasia Daily, Fondsk, NewsFront, RuBaltic და Lenta.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)