|
2025-02-24 11:50:47, 424 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - აშშ-ის შემდეგ საქართველო პირველია გაერო-ში იმ რეზოლუციის მხარდაჭერის მხრივ, რომლითაც ომი უნდა დასრულდეს
აშშ-ის შემდეგ საქართველო პირველია, რომელიც გაერო-ში იმ რეზოლუციას უჭერს მხარს, რომლითაც ომი უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. „აშშ-მა უკრაინაში მშვიდობის თაობაზე რეზოლუციის პროექტი დააინიცირა. პირველი ჩვენ ვართ, ვინც რეზოლუციას მხარი დაუჭირა. არ ვიცი, გლობალური ომის პარტია თუ პროამერიკელ ძალად მოგვნათლავს, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ, როგორც აქამდეც, ასევე ახლაც მხარს ვუჭერთ, რომ უკრაინაში მშვიდობა იყოს, რადგან ხალხი იხვეწება და აღარაფერს ვამბობთ, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განადგურებაზე. ხედავთ, რა დრო დადგა, ამერიკის შემდეგ საქართველო პირველია, რომელიც გაერო-ში იმ რეზოლუციას უჭერს მხარს, რომლითაც ომი უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა. ამასთან, რაც შეეხება ომის მესამე წლისთავს, მაჭარაშვილის თქმით, ყველამ კარგად ნახა, რომ ეს სპექტაკლები უნდა დამთავრდეს. „სპექტაკლები, რომელსაც საზოგადოებას უწყობდნენ და რომლის საშუალებითაც, სამწუხაროდ, მესამე წლისთავზე რეალობა მივიღეთ, რომ უკრაინაში ასიათასობით ადამიანი დაღუპულია, ლტოლვილია მილიონობით ადამიანი, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, დაკარგულია ტერიტორიები და ახლა უკვე უკრაინის პრეზიდენტი თანახმაა, ამ მოცემულობაში რუსეთთან შეთანხმდეს. მეტსაც გეტყვით, იხვეწება, დამსვით მოლაპარაკების მაგიდასთანო. სამწუხაროდ, ეს იმ სპექტაკლებით მივიღეთ, რომელსაც სამი წლის განმავლობაში დგამდნენ. იმედია, სწორედ ამერიკის დიდი როლის შესრულებით უკრაინაში მშვიდობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. „უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, აშშ მოუწოდებს კიევს რუსეთის მიერ წამოწყებული ომის სამი წლისთავზე გაერო-ში წარდგენილი რეზოლუციის პროექტი უკან წაიღოს და მხარი დაუჭიროს აშშ-ის პროექტს, რომელსაც მხოლოდ ერთი თანასპონსორი ჰყავს – საქართველო.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)