|
2025-02-24 08:43:36, 385 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ვულოცავ ფრიდრიხ მერცს და ქრისტიან-დემოკრატიული კავშირს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას!
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფრიდრიხ მერცს და მის პარტიას გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, რომ ელის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლისადმი. "ვულოცავ ფრიდრიხ მერცს და "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირს" (CDU) საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას! წარმატებებს გისურვებთ გერმანიის წინსვლაში. მოუთმენლად ველი თქვენს მხარდაჭერას ამ გადამწყვეტ დროს საქართველოს ევროპული მომავლის და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიმართ", - წერს ზურაბიშვილი. ეგზიტპოლების თანახმად, გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) ლიდერობს, მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ხოლო ოლაფ შოლცის „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია მესამე ადგილზეა.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)