|
2025-02-23 14:17:32, 396 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - პარლამენტში მომავალ კვირას „ფარას“ ამერიკული კანონპროექტის განხილვა დაიწყება
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტში მომავალ კვირას „ფარას“ ამერიკული კანონპროექტის განხილვა დაიწყება. როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტი სიტყვა-სიტყვით ემთხვევა აშშ-ის შესაბამის კანონმდებლობას და ამასთან დაკავშირებით ყველა დაინახავს, რომ ეს მისი ზუსტი თარგმანია.
მისივე თქმით, „ფარას“ კანონთან დაკავშირებით კრიტიკა მანიპულაციებზეა დაფუძნებული და მასზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ როგორც უცხოელი პოლიტიკოსები, დიპლომატები და ელჩები, ასევე შიდა ოპონენტებიც.
პაპუაშვილმა მმართველი გუნდის სხვა ინიციატივებზეც ისაუბრა, მათ შორის, „მედიის შესახებ კანონის“ პროექტზე. მისი თქმით, ეს დოკუმენტი ბრიტანული სტანდარტების მიხედვით შეიქმნება და მასში რაიმე სიახლე არ იქნება.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ვინ შეაფასებს მედიის მუშაობას და კონკრეტულ ჟურნალისტებს, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ტყუილ-მართლის გარჩევა რთული არ არის, თუ ადამიანს ამის სურვილი აქვს.
მისივე თქმით, ახალ კანონში გათვალისწინებული იქნება სასამართლო კონტროლი, რაც უზრუნველყოფს დემოკრატიულ სისტემას და ჟურნალისტური სტანდარტების დაცვას.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)