|
2025-02-23 08:31:26, 485 ნახვა
სამართალი
ორთაჭალაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 5 პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
ორთაჭალაში, მომხდარ, სასტიკი მკვლელობაში ბრალდებულ 5 პირს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მახარობლიძემ მიიღო. ბრალდებულებს, ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გუსეინოვის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. რაც შეეხება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს, ასევე ბაირამ ალი გუსეინოვს, მათ სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ. საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორმა შუამდგომლობაში მომხდარის შესახებაც ისაუბრა. როგორც ვეფხვაძემ აღნიშნა, 20 წლის, თამაზ მთივლიშვილი თავის დაბადების დღეს ზემოთ აღნიშნულ პირებთან ერთად აღნიშნავდა, შემდეგ კი მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილთან სახლში ავიდნენ. როგორც პროკურორმა აღნიშნა, პაპაშვილმა მთივლიშვილს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი, ფიზიკური. ვეფხვაძის თქმითვე, გიორგი პაპაშვილმა მთივლიშვილს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის, საყოფაცხოვრებო ნივთით მიაყენა. პროკურორის განმარტებით, ბრალდებულები ამ ყველაფერს უყურებდნენ, თუმცა, სამართალდამცავებისთვის მომხდარის შესახებ არ შეუტყობინებიათ. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატები ბრალდებულების მიმართ აღკვეთის სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ხუთივე ბრალდებულს, მათ შორის, ძებნაში მყოფ გიორგი პაპაშვილსა და ბაირამ ალი გუსეინოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)