17:11 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 16:11:51, 670 ნახვა

საზოგადოება
გადაბაძეს არ აქვს ინფორმაცია აპირებს თუ არა

ბაია გადაბაძეს არ აქვს ინფორმაცია აპირებს თუ არა "მაესტროს" რომელიმე ჟურნალისტი ლევან გაჩეჩილაძესთან შეხვედრაზე მისვლას.

"მაესტროს" უკვე ყოფილი დირექტორის თქმით, მისი მთავარი მიზანია, ტელევიზიამ სარედაქციო დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს.

"მიზანია, რომ "მაესტრომ" სარედაქციო დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს და მნიშვნელობა არ აქვს მე ამ მიზანს 100% თუ 99 % მხარდაჭერით მივაღწევ. ყველას წარმატებას ვუსურვებ თავის გზაზე, თუმცა არანაირი ინფორმაცია არცერთ ჟურნალისტზე, რომ აპირებდეს მისვლას მე პირადად არ მაქვს. რადგან მას მაინც მოუნდა ასეთი შპს-ს დირექტორობა, ეს მისი ნებაა. გაიგებს, რომ არ ეკუთვნის ლოგო და წარწერა, მერე მოგვიანებით ალბათ გაიგებს, რომ თანამშრომლებიც არ აპირებენ მასთან თანამშრომლობას და საბოლოოდ რის დირექტორი იქნება თვითონ გადაწყვეტს“, - განაცხადა ბაია გადაბაძემ.

შეგახსენებთ, "მაესტროს" ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ლევან გაჩეჩილაძემ, ტელეკომპანიის ჟურნალისტებს დღეს შეხვედრა საკუთარ სახლში შესთავაზა.

ამასთანავე ჟურნალისტებისთვის რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ლევან გაჩეჩილაძე დღეს შესაძლოა "მაესტროში" მივიდეს. იგი ტელევიზიაში, სავარაუდოდ, 5 საათისთვის მივა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics