|
2025-02-21 15:23:07, 472 ნახვა
მსოფლიო
NYT- მარკო რუბიომ EU-ს დიპლომატებთან რუსეთთან შეხვედრის შესახებ საუბრისას მათი დამშვიდება სცადა
უკრაინაში ომის შესახებ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ვაშინგტონის მიერ კრემლთან ურთიერთობების გადატვირთვაზე მიანიშნა. თუმცა, New York Times-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, რუბიო ასევე ეცადა ევროპელი მოკავშირეების დამშვიდებას და მათ კერძო საუბრებში უთხრა, რომ არსებული შიშების მიუხედავად, რუსეთთან ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებები არ ასახავს ამერიკული ტრადიციული საგარეო პოლიტიკის მოულოდნელ და დრამატულ ცვლილებას. ამის ნაცვლად, როგორც რუბიომ, გავრცელებული ცნობებით, ევროპელ დიპლომატებთან სატელეფონო საუბრისას თქვა, საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებები ერთგვარი ტესტი იყო იმის გასარკვევად, სერიოზულად უდგებოდა თუ არა რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის საკითხს. NYT-ის ცნობით, რუბიომ ევროპელ მაღალჩინოსნებს ასევე უთხრა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ აქვს რაიმე გეგმა ან განზრახვა, აიძულოს ევროპა და უკრაინა, მიიღონ რუსეთსა და აშშ-ს შორის მიღწეული ორმხრივი შეთანხმების პირობები. ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია არ მოუხსნის რუსეთს სანქციებს, თუ მოსკოვის ქცევაში მნიშვნელოვანი ცვლილება არ იქნება. თუმცა, ამ წინადადებით რუბიომ არ გამორიცხა, რომ თუ რუსეთი იმ ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციის ინტერესებშია, აშშ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილს შეამსუბუქებს. NYT-ის ცნობით, რუბიომ ევროპელ დიპლომატებს ასევე უთხრა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ხედავს, რომ რუსეთი შესაძლოა, აშშ-სთან საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებს დასავლეთში განხეთქილებების დასათესად ან საერთაშორისო სცენაზე საკუთარი იზოლაციის შესამსუბუქებლად იყენებდეს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ევროპელ დიპლომატებთან რუბიოს კერძო საუბრების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)