|
2025-02-21 11:17:17, 544 ნახვა
მსოფლიო
კრემლი მის მიერ ოკუპირებულ ცხინვალს მითვისებული პენსიების დაბრუნებას სთხოვს
რუსეთი მის მიერ ოკუპირებული და „დამოუკიდებელ რესპუბლიკად" აღიარებული ცხინვალის რეგიონისგან(ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა) მოითხოვს გარდაცვლილი პენსიონერების ნათესავების მიერ მითვისებული საპენსიო თანხების დაბრუნებას. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, მთავრობამ სახელმწიფო დუმას რატიფიკაციისთვის წარუდგინა ოქმი, რომლის თანახმად, ცვლილება უნდა შევიდეს „სამხრეთ ოსეთთან რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების საპენსიო უზრუნველყოფის შეთანხმებაში“. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეობა აქვს და შესაბამისად, რუსულ პენსიასაც იღებენ. 2024 წლის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქის საშუალო პენსია 23 405 რუბლი იყო. რუსეთის მთავრობის მიერ დუმისთვის წარდგენილ განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ „სამხრეთ ოსეთის მხარემ“ უნდა დააბრუნოს საპენსიო თანხა და დანამატები, რომლებსაც პენსიონერების გარდაცვალების შემდეგ მათი ნათესავები იღებდნენ, რადგან შესაბამისი წესით, დროულად არ დაადასტურეს პენსიონერის გარდაცვალების ფაქტი. რუსეთის მთავრობის მონაცემებით, 2016-2024 წლებში ამ თანხამ 37 762 810 რუბლი შეადგინა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)